-названия-18-1-ofaees683o3fz0cvcfnogs6w78u4hzoz4hgb6vjrew
5/5

დედლის საცივი

რჩეული მასტერ კლასები

Share on facebook

ინგრედიენტები:

1 ც.დედალი

500 გრ.ნიგოზი

20 გრ.ნიორი

100 გრ.ხახვი

1 დაფნის ფოთოლი

3-4 მარცვალი ბაჰარი

20 გრ ქინძი

1-1 ჩ.კოვზი ზაფრანა,უცხო სუნელი,ხმელი ქინძი

დაღერღილი წიწაკა,მარილი გემოვნებით

მიხალ – დარიჩინი სურვილისამებრ

50 გრ.კარაქი

ძმარი სურვილისამებრ

მომზადების წესები:

გარეცხილი, გასუფთავებული ქათამი მოვხარშოთ.ნახარში გადავწუროთ  და გავაგრილოთ.

წვრილად დაჭრილი ხახვი მოვთუშოთ ნახარშში.ცოტა კარაქიც დავუმატოთ( კარაქი აძლევს გემრიელ არომატს) და გავაგრილოთ.მოშუშვისას ყურადღებით ვიყოთ ხახვი არ დაგვეწვას.მოშუშული ხახვი გავატაროთ მარლაში,გავწუროთ და წვენი შევინახოთ.

ნიგოზი,ნიორი,მარილი გავატაროთ ნიგვზის საფქვავში, დავუმატოთ სუნელები და მოვზილოთ ხელით,სანამ ნიგოზი ზეთს არ გამოიღებს.ზეთი გადავიტანოთ ცალკე ჭურჭელში.

ცალკე დავნაყოთ ქინძი და დოლბანდში გავწუროთ.

ნიგვზიან მასას დავასხათ ნახარში, ქინძის წვენი ,დავუმატოთ ხახვის წვენი ,დავაბლენდეროთ,დავდგათ ნელ ცეცხლზე, ჩავდოთ დაფნის ფოთოლი და ჩავყაროთ ბაჰარი,გამუდმებით ვურიოთ ხის კოვზით და როგორც კი წამოდუღდება ,გადმოვდგათ.კერძიდან დაფნის ფოთოლი ამოვიღოთ.

გაციებულ საცივს დავუმატოთ 1-2 სუფრის კოვზი თეთრი ძმარი ან ბროწეულის წვენი.

მოხარშული დედალი დავჭრათ,მოვასხათ საცივის წვენი,გავაფორმოთ ბროწეულის მარცვლებით და შევდოთ მაცივარში.

რჩევა:

ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი ხახვს შუშავს ქათმის ნახარშში.ჩვენი აზრით,კარაქში მოშუშილი ხახვით მომზადებული საცივი ბევრად გემრიელია.

თუ გვინდა საცივი თეთრი გამოვიდეს ყვითელი ყვავილი ცოტა გავუკეთოთ.ძმარი ან საერთოდ არ დავუმატოთ ან ( ძმარი ნიგოზთან რეაქციაში შედის და  კერძს ამუქებს) ჩავამატოთ გაგრილებულ წვენში. შეგვიძლია ძმარი წამოვადუღოთ და ისე დავუმატოთ საცივს.

Share on pinterest
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

კულიჩის ესენცია

დღეს მოვამზადოთ კულიჩის ( პასკის ) ესენცია სურნელოვანი ნაყენი უნდა მომზადდეს კულიჩის გამოცხობამდე 20-30 დღით ადრე და გამოყენებამდე  შევინახოთ  მაცივარში. ერთ ლიტრა რძეზე მომზადებულ პასკის

ჩაქაფული – კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები: 2 კგ.ბატკნის ან ხბოს ხორცი 4-5 კონა ტარხუნა 3-4 პიტნის ტოტი (სურვილისამებრ) 3 კონა მწვანე ხახვი 2 კონა ქინძი ნახ. ჭიქა წყალი 1 ჭიქა

გოზინაყი

ინგრედიენტები: 500გრ.თეთრი ნიგოზი 300 მლ.ღია ფერის თაფლი 40 გრ.შაქრის პუდრა მომზადების წესები ; ღუმელი გავახუროთ და შემდეგ  ცეცხლი გამოვრთოთ. თუნუქის ფირფიტაზე დავყაროთ დარჩეული ნიგოზი და

დედლის საცივი

ინგრედიენტები: 1 ც.დედალი 500 გრ.ნიგოზი 20 გრ.ნიორი 100 გრ.ხახვი 1 დაფნის ფოთოლი 3-4 მარცვალი ბაჰარი 20 გრ ქინძი 1-1 ჩ.კოვზი ზაფრანა,უცხო სუნელი,ხმელი ქინძი დაღერღილი წიწაკა,მარილი