Salat-snezhnaya-koroleva-recept8-oi59hg2l5qcegd6hp7auqsun7zjjsasdz0bgi8hyfc
5/5

საახალწლო სალათი თოვლია დედოფალი : 3 განსხვავებული რეცეპტი

რჩეული მასტერ კლასები

Share on facebook

სალათი „თოვლის დედოფალი“ -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები :

4 კვერცხი

2-3 ქათმის ფილე

2-3 მსხვილი კარტოფილი

2-3 მდნარი ყველი ( 180-200 გრ)

1 შეკვრა ( 180-200 გრ) მაიონეზი

1 ხახვი

3 ს.კოვზი ძმარი

ხახვის მარინადისათვის:

1 ჩ.კოვზი შაქარი

1 /2 ჩ.კოვზი მარილი

2 ს.კოვზი ძმარი

2 ს.კოვზი წყალი

მომზადების წესები :

მოვხარშოთ კვერცხი და კარტოფილი.ცალ-ცალკე სახეხზე გავხეხოთკვერცხის ცილა და გული.კარტოფილი გავხეხოთ ან კუბებად დავჭრათ.

მდნარი ყველი გამოვიღოთ მაცივრიდან და გავხეხოთ.

მოხარშული ქათმის ფილე კუბებად დავჭრათ..

მცირე ზომის თასში ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი,მოვასხათ ძმარი და წყალი,მოვაყაროთ მარილი და შაქარი.ვაჩერებთ 15-20 წუთი და შემდეგ გადავასხათ ზედმეტი წვენი.

ავიღოთ მრგვალი გასახსნელი ფორმა ან რგოლი.დავდოთ გაშლილ თეფშზე და დავიწყოთ  სალათის აწყობა :

პირველი ფენა – ქათმის ფილე. მოვახათ მაიონეზი.

მეორე ფენა – ხახვის მარინადი.

მეოთხე ფენა – გახეხილი კვერცხის გული და ზემოდან მოვაყაროთ მდნარი ყველი.მოვასხათ მაიონეზი.

მეხუთე ფენა – გახეხილი კვერცხის ცილა.

სალათი შევდოთ 1 საათი მაცივარში,მოვხსნათ ფორმა და გავაფორმოთ სურვილისამებრ.

 სოკოს სალათი „თოვლის დედოფალი ” – მეორე ვარსია.

ინგრედიენტები ;

3 მსხვილი მოხარშული კარტოფილი.

1 მოხარშული სტაფილო

250 გრ.ქამა სოკოს მწნილი

300 გრ.მოხარშული ქათმის ფილე.

1 თავი ხახვი

100 გრ.ნებისმიერი მაგარი ყველი

ნახევარი ჭიქა ნიგოზი

7-8 შავი ქლიავის ჩირი

5 კვერცხი

მარილი ,წიწაკა გემოვნებით

მაიონეზი

მომზადების წესები :

ავიღოთ მრგვალი გასახსნელი ფორმა ან რგოლი.დავდოთ გაშლილ თეფშზე  და დავიწყოთ  სალათის აწყობა :

პირველი ფენა – კუბებად დაჭრილი  მოხარშული კარტოფილი და სტაფილო.მოვასხათ მაიონეზი.

მეორე ფენა – კუბებად დაჭრილი მოხარშული ქათმის ფილე.მოვასხათ ცოტა მაიონეზი.

მესამე ფენა – გახეხილი კვერცხის გული.

მეოთხე ფენა – დაჭრილი ქამა სოკო.

მეხუთე ფენა – დაჭრილი შავი ქლიავი ნიგოზთან ერთად.მოვასხათ მაიონეზი.

მეექვსე ფენა – მსხვილ სახეხზე გახეხილი მაგარი ყველი და კვერცხის ცილა.

სალათი შევდოთ მაცივარში 1 საათი,მოვხსნათ ფორმა და გავაფორმოთ სურვილისამებრ.

სალათი ” თოვლის დედოფალი ” ხორცითა და კრაბის ჩხირებით  -მესამე ვერსია.

ინგრედიენტები :

200 გრ. ლორის ან ინდაურის,ქათმის ხორცი

250 გრ.კრაბის ჩხირები

100 გრ.მაგარი ყველი

1 საშუალო ზომის ხახვი

6 კვერცხი

1 მწვანე ვაშლი ან მომჟავე გემოსი

100 გრ.მიწის თხილი

არაჟნის ან მაიონეზის სოუსისათვის  ;

350 გრ.მაიონეზი,უმჯობესია არაჟანი

1 პატარა კონა კამა

2 ცალი  100 გრ მდნარი ყველი

1 ს.კოვზი დიჟონის მდოგვი

ხახვის მარინადისათვის:

1 ჩ.კოვზი შაქარი

1 /2 ჩ.კოვზი მარილი

2 ს.კოვზი ძმარი

2 ს.კოვზი წყალი

მომზადების წესები :

სალათის მომზადებას ვიწყებთ ხახვის დამწნილებით.

მცირე ზომის თასში ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი,მოვასხათ ძმარი და წყალი,მოვაყაროთ მარილი და შაქარი.ვაჩერებთ 15-20 წუთი და შემდეგ გადავასხათ ზედმეტი წვენი.

მოვამზადოთ არაჟნის ან მაიონეზის სოუსი:კამა დავჭრათ ძალიან წვრილად.არაჟანი,მდნარი ყველი,კამა და დიჟონის მდოგვი ერთმანეთში შევურიოთ.დავუმატოთ მარილი გემოვნებით.

მოვხარშოთ კვერცხი და  წვრილად დავჭრათ.

ვაშლი გავთალოდ და კუბებად დავჭრათ.

წვრილ კუბებად    დავჭრათ კრაბის ჩხირები , მოხარშული  ხორცი.

ავიღოთ მრგვალი გასახსნელი ფორმა ან რგოლი.დავდოთ გაშლილ თეფშზე  და დავიწყოთ  სალათის აწყობა :

პირველი ფენა – ხორცი.

მეორე ფენა – დამწნილებული ხახვი.

მესამე ფენა  – გახეხილი ყველი,მოვასხათ არაჟნის  სოუსი.

მეოთხე ფენა  –  კუბებად დაჭრილი ვაშლი.

მეხუთე ფენა –  გახეხილი კვერცხი,მოვასხათ არაჟნის სოუსი.

მეექვსე ფენა – კრაბის ჩხირები,მოვახათ მაიონეზი.

ფენებს შორის არ დაგვავიწყდეს მარილის მოყრა.

სალათს ზემოდან  მოვაყაროთ დატეხილი მიწის თხილი.

სალათას მოვაშოროთ ფორმა .გვერდებზე წავუსვათ არაჟნის სოუსი .

სალათი გააჩერეთ 1 საათი და მოვრთოთ მწვანილის ფოთლებით!

Share on pinterest
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

კულიჩის ესენცია

დღეს მოვამზადოთ კულიჩის ( პასკის ) ესენცია სურნელოვანი ნაყენი უნდა მომზადდეს კულიჩის გამოცხობამდე 20-30 დღით ადრე და გამოყენებამდე  შევინახოთ  მაცივარში. ერთ ლიტრა რძეზე მომზადებულ პასკის

ჩაქაფული – კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები: 2 კგ.ბატკნის ან ხბოს ხორცი 4-5 კონა ტარხუნა 3-4 პიტნის ტოტი (სურვილისამებრ) 3 კონა მწვანე ხახვი 2 კონა ქინძი ნახ. ჭიქა წყალი 1 ჭიქა

გოზინაყი

ინგრედიენტები: 500გრ.თეთრი ნიგოზი 300 მლ.ღია ფერის თაფლი 40 გრ.შაქრის პუდრა მომზადების წესები ; ღუმელი გავახუროთ და შემდეგ  ცეცხლი გამოვრთოთ. თუნუქის ფირფიტაზე დავყაროთ დარჩეული ნიგოზი და

დედლის საცივი

ინგრედიენტები: 1 ც.დედალი 500 გრ.ნიგოზი 20 გრ.ნიორი 100 გრ.ხახვი 1 დაფნის ფოთოლი 3-4 მარცვალი ბაჰარი 20 გრ ქინძი 1-1 ჩ.კოვზი ზაფრანა,უცხო სუნელი,ხმელი ქინძი დაღერღილი წიწაკა,მარილი