bf5bd4c0-oiczyojv8g4whoysd5z6xguq2kfl8fa1bbfvm5zcso
5/5

სალათი ”ოლივიე” – კლასიკური რეცეპტი

რჩეული მასტერ კლასები

Share on facebook

ინგრედიენტები :

4 კარტოფილი

5 კვერცხი

3 მჟავე კიტრი

1 ნედლი კიტრი

2  დიდი ზომის მჟავე მწვანე ვაშლი (სურვილისამებრ)

600 გრ.ქათმის ფილე ან ძეხვი ”დოქტორსკი”

1 პატარა ქილა დაკონსერვებული ბარდა

3 ცალი საშუალო ზომის სტაფილო

200 გრ. მაიონეზი

1 პატარა კონა კამა ,მწვანე ხახვი ნახ. კონა

მარილი,დაფქული შავი წიწაკა

მომზადების წესები :

კარტოფილი და სტაფილო კარგად გავრეცხოთ, ბოსტნეული ქერქიანად მოვხარშოთ,კარგად გავაცივოთ და ქერქი მოვაცილოთ .

კვერცხი და ქათმის ფილე მოვხარშოთ.

ვაშლი გავთალოთ ,გამოვუღოთ გული .მჟავე ვაშლი სალათს ძალიან უხდება.შესაძლებელია ,რომ ეს ინგრედიენტი საერთოდ არ გამოვიყენოთ.  .

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ინგრედიენტი პატარა ზომის კუბებად დავჭრათ და  ერთმანეთში შევურიოთ.

ინგრედიენტები გადავიტანოთ დიდი ზომის თასში,დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი,ბარდა და მაიონეზი მოვასხათ.

თასში ყველა ინგრედიენი კარგად შევურიოთ,მოვაყაროთ მარილი,წიწაკა და გავაფორმოთ ჩვენი გემოვნებით.

Share on pinterest
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

კულიჩის ესენცია

დღეს მოვამზადოთ კულიჩის ( პასკის ) ესენცია სურნელოვანი ნაყენი უნდა მომზადდეს კულიჩის გამოცხობამდე 20-30 დღით ადრე და გამოყენებამდე  შევინახოთ  მაცივარში. ერთ ლიტრა რძეზე მომზადებულ პასკის

ჩაქაფული – კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები: 2 კგ.ბატკნის ან ხბოს ხორცი 4-5 კონა ტარხუნა 3-4 პიტნის ტოტი (სურვილისამებრ) 3 კონა მწვანე ხახვი 2 კონა ქინძი ნახ. ჭიქა წყალი 1 ჭიქა

გოზინაყი

ინგრედიენტები: 500გრ.თეთრი ნიგოზი 300 მლ.ღია ფერის თაფლი 40 გრ.შაქრის პუდრა მომზადების წესები ; ღუმელი გავახუროთ და შემდეგ  ცეცხლი გამოვრთოთ. თუნუქის ფირფიტაზე დავყაროთ დარჩეული ნიგოზი და

დედლის საცივი

ინგრედიენტები: 1 ც.დედალი 500 გრ.ნიგოზი 20 გრ.ნიორი 100 გრ.ხახვი 1 დაფნის ფოთოლი 3-4 მარცვალი ბაჰარი 20 გრ ქინძი 1-1 ჩ.კოვზი ზაფრანა,უცხო სუნელი,ხმელი ქინძი დაღერღილი წიწაკა,მარილი