krok-madam-p302fk5fahn4617y6ich3ihfw0tinhj2ibbct79aiw
5/5

სენდვიჩი კროკ – მისიე და კროკ – მადამ

რჩეული მასტერ კლასები

Share on facebook

კროკ- მადა – ცნობილი ფრანგული საუზმე. ეს არის მარტივად  მოსამზადებელი და ძალიან გემრიელი სენდვიჩი ლორით და კვერცხით.

ინგრედიენტები:

4 ტორტის პური ( უმჯობესია შავი პური)

4 ლორის ნაჭერი

2 კვერცხი

200 გრ.მოცარელა

50 გრ.არაჟანი

1 ჩაის კოვზი გახეხილი ნიორი

2 ჩაის კოვზი დიჟონის მდოგვი

ნაღების კარაქი გემოვნებით

მარილი გემოვნებით

მწვანილი გემოვნებით

მომზადების წესები :

არაჟანს  შევურიოთ მდოგვი და ნიორი.

ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.

პურის ოთხივე ნაჭერს ცალი მხრიდან წავუსვათ  არაჟნის სოუსი.

პურის ერთ ნაჭერზე (წასმული ზედაპირზე) მოვაყაროთ ყველი,  დავაწყოთ 2 ლორის ნაჭერი, მოვაყარო ისევ ჰახეხილი ყველი და დავატაროთ ტოსტის პურის მეორე ნაჭერი( არაჟნის სოუსით ქვემოთ).

სენდვიჩი შევდოთ  250 გრადუსზე ღუმელში ყველის გადნობამდე. ეს გახლავთ  სენდვიჩი კროკ -მესიო და თუ მასზე ზემოდან მოვათავსებთ  კარაქში შემწვარ კვერცხს ,მივიღებთ სენდვიჩს კროკ- მადამ.

Share on pinterest
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

კულიჩის ესენცია

დღეს მოვამზადოთ კულიჩის ( პასკის ) ესენცია სურნელოვანი ნაყენი უნდა მომზადდეს კულიჩის გამოცხობამდე 20-30 დღით ადრე და გამოყენებამდე  შევინახოთ  მაცივარში. ერთ ლიტრა რძეზე მომზადებულ პასკის

ჩაქაფული – კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები: 2 კგ.ბატკნის ან ხბოს ხორცი 4-5 კონა ტარხუნა 3-4 პიტნის ტოტი (სურვილისამებრ) 3 კონა მწვანე ხახვი 2 კონა ქინძი ნახ. ჭიქა წყალი 1 ჭიქა

გოზინაყი

ინგრედიენტები: 500გრ.თეთრი ნიგოზი 300 მლ.ღია ფერის თაფლი 40 გრ.შაქრის პუდრა მომზადების წესები ; ღუმელი გავახუროთ და შემდეგ  ცეცხლი გამოვრთოთ. თუნუქის ფირფიტაზე დავყაროთ დარჩეული ნიგოზი და

დედლის საცივი

ინგრედიენტები: 1 ც.დედალი 500 გრ.ნიგოზი 20 გრ.ნიორი 100 გრ.ხახვი 1 დაფნის ფოთოლი 3-4 მარცვალი ბაჰარი 20 გრ ქინძი 1-1 ჩ.კოვზი ზაფრანა,უცხო სუნელი,ხმელი ქინძი დაღერღილი წიწაკა,მარილი